ოკუპირებულ გალში ვაქცინაცია ჯერაც არ დაწყებულა
გალში მცხოვრებლები აცრაზე დარეგისტრირებასაც ვერ ახერხებენ.
"საერთოდ არ დაწყებულა ვაქცინაცია, არავის არაფერი უთქვამს ჩვენთვის". - ამბობს გალში მცხოვრები ქალი ფორმულასთან.
"სულ არ გამიგია ვაქცინაცია". - ამბობს სხვა.
ოკუპირებულ გალში მცხოვრებლები ვერც ტესტებს იკეთებენ და არ იციან, აქვთ თუ არა კორონავირუსი.
მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის კუთხით ძალიან რთული ვითარებაა. ისინი ითხოვენ დახმარებას, ითხოვენ, რომ სამედიცინო პუნქტებში იყოს ინტერნეტი, კომპიუტერი, რომ შეძლონ დარეგისტრირება და აცრა. ვაქცინაცია დაწყებული არ არის. უცნაური ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ამას ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტშიც არ განიხილავს". - ამბობს ლელოს წევრი, წალენჯიხის მერობის კანდიდატი, თამარ ბელქანია.